პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის შესყიდვების სამმართველოს თანამშრომელი, 29 წლის კახი კობახიძე ტრაგიკულად გარდაიცვალა.
უბედური შემთხვევა რაჭაში მოხდა - ბიჭი ხევში ჩავარდა.
„კახი იყო გამორჩეული პიროვნული თვისებებით და მაღალი ღირებულებებით დაჯილდოებული ადამიანი. ყველასათვის საყვარელი, ერთგული და თავდაუზოგავი მეგობარი, განუმეორებელი სიკეთით და სათნოებით დაჯილდოებული, სიყვარულის ნიჭის უბადლოდ მატარებელი. მას პირადი მაგალითით, სიტყვით და საქმით, ყოველ დღე და ყოველ წუთს ფასდაუდებელი წვლილი შეჰქონდა თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში და ცენტრის საქმიანობაში.
კახიმ სიცოცხლე ოჯახის, მეგობრების, თანამშრომლების და ქვეყნის კეთილდღეობას მიუძღვნა და იმაზე მეტი სიკეთე გასცა, ვიდრე ეს შესაძლებელია ერთი ადამიანისთვის.“ - ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გარდაცვლილ ახალგაზრდას მეგობრები ემშვიდობებიან:
„რა უნდა დავწერო, რომ ის დიდი ტკივილი და მწუხარება გამოვხატო, რაც შენი გარდაცვალებით გვარგუნე ყველას! ყველაზე ღიმილიანო, კეთილო და ერთგულო კახი, გვტკივა გული, ცრემლი არ შრება, ფიქრმა დამღალა, რატომ? რატომ? ვიზიარებთ შენი კარგი მშობლების უდიდეს მწუხარებას, ჩემო კახი! თანავუგრძნობ შენს მეგობრებს, კლასელებს“,- წერენ მეგობრები.