სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს

ჯჯ

შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოსა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, ლიბერიის დროშით მცურავმა გემმა ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურა. აღნიშნული ფაქტი ფოთის სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და გემი 100 000 ლარით დააჯარიმა.

გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება ჯარიმისა და გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცა.