დადგი ნაძვის ხე „ჯადოსნურ“ თარიღებში, რომ 2026 წელი იღბლიანი აღმოჩნდეს
1764178882
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსის მსმენელები ესტუმრნენ.
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, ვიზიტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის 2025-2026 სასწავლო წლის გეგმა-კალენდრის ფარგლებში განხორციელდა, რომლის მიზანს წარმოადგენდა საჯარო უწყებების, მათ შორის სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის გაცნობა და ცნობიერების ამაღლება.
„სტუმრებს სასაზღვრო პოლიციის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლებმა სასაზღვრო პოლიციის საქმიანობა, მიზნები და ამოცანები გააცნეს, ასევე, წარუდგინეს პრეზენტაცია საქართველოს საზღვრების დაცვის სპეციფიკის შესახებ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელების ვიზიტები საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში მომავალშიც გაგრძელდება“, – ნათქვამია საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციაში.