ბოლო ცნობები ტრაგედიის ადგილიდან - ჰონგ-კონგში საცხოვრებელ კომპლექსში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ჰონგ-კონგში საცხოვრებელ კომპლექსში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ჰონგ-კონგში, საცხოვრებელ კომპლექს „ვან ფუკ კორტში“ ძლიერი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 55-მდე გაიზარდა. 270-ზე მეტი ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება. ერთ-ერთი დაღუპული 29 წლის მეხანძრეა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 44 დაღუპულის შესახებ.

სამაშველო სამსახურის ცნობით, საცხოვრებელი კომპლექსის 7-დან 4 შენობაში ხანძარი ლოკალიზებულია, მეხანძრეებს იმედი აქვთ, რომ დარჩენილ კერებს დღის ბოლომდე ჩააქრობენ.

 

 

ხანძარი საცხოვრებელ კომპლექსში 26 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 14:50 საათზე დაიწყო. მომხდართან დაკავშირებით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამშენებლო კომპანიის 3 თანამშრომელი დააკავეს. გამომძიებლები ეჭვობენ, რომ მათ ადვილად აალებადი მასალა გამოიყენეს, რამაც ცეცხლის სწრაფად გავრცელებას შეუწყო ხელი.