1732386875
საქსტატის ანგარიში - როგორ შეიცვალა საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასი საქართველოში
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 4.2%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 3.4% შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით, ინდექსი 13.1%-ით არის გაზრდილი.
RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.
უძრავი ქონების ფასების პროცენტული ცვლილება წინა კვარტალთან, წინა წლის შესაბამის კვარტალთან და 2020 წლის საშუალოსთან შედარებით:
2022 წლის პირველ კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (5.4%), ისე კერძო სახლების სეგმენტში (2.0%). 2021 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა ასევე დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 4.5%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 1.0%-ით.
2022 წლის პირველ კვარტალში ახალაშენებული (დასრულებული) საცხოვრებლების სეგმენტში 1მ2 -ის მედიანური ღირებულება, თბილისის უბნების მიხედვით.
*შენიშვნა: აღნიშნული ფასი წარმოადგენს გასაყიდ, ე.წ. შეთავაზების ფასს (offer price). მონაცემები მიიღება ვებ-გვერდებიდან ინფორმაციის ავტომატური ჩამოტვირთვის (web scraping) და ფასების მედიანური მნიშვნელობის გაანგარიშების გზით.
ახალაშენებული (დასრულებული) ბინების სეგმენტში 1მ2 -ის მედიანური ღირებულება, მათი მდგომარეობის (კარკასის) მიხედვით.