საქართველოში, ხმის მიცემის პროცესი დასრულდა - საარჩევნო უბნები დაიხურა

ცესკო

20:00 საათზე, საქართველოში 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის გახსნილი საარჩევნო უბნები დაიხურა და ხმის მიცემის პროცესი შეწყდა.

4 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული იყო 12 პოლიტიკური პარტია:

1. „მამული, ენა, სარწმუნოება“; 3. „კონსერვატორები საქართველოსთვის“; 5. „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“; 7. „თავისუფალი საქართველო“; 8. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“; 9. „ძლიერი საქართველო – ლელო“; 11. „საქართველო“; 12. „მწვანეთა პარტია“; 14. „სახალხო ხელისუფლება“; 25. „გახარია საქართველოსთვის“, 36. „გირჩი“; 41. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.