ყველაფერი არის ნორმალურად, შეიძლება, ყოფილიყო უკეთესად, მაგრამ არ გამოვიდა - პაატა ბურჭულაძე

ბურჭულაძე

ყველაფერი არის ნორმალურად, შეიძლება, ყოფილიყო უკეთესად, მაგრამ არ გამოვიდა, – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ბრძოლა ბოლომდეა.

„ვიდრე ერთად ვართ ვერავინ მოგვერევა, ასეც უნდა გავაგრძელოთ. სიწყნარე, სიშვიდე, არ მოუსმინოთ არავის, ვინც სუსის ენით ლაპარაკობს და ნიჰილიზმს თესავს. ყველაფერი არის ნორმალურად, შეიძლება, ყოფილიყო უკეთესად, მაგრამ არ გამოვიდა, თუმცა ცუდადაც არ არის. ვიყოთ ერთად, ცოტა ხანში გეტყვით გეგმას, ბრძოლა ბოლომდე“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.