საბერძნეთში, 150 კოვიდით გარდაცვლილის ექსჰუმაციას გეგმავენ - როგორც აღმოჩნდა, გვამები არ იხრწნება
1771447786
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
აღნიშნული მემორანდუმის მიზანია, ერთობლივად შემუშავებული მრავალმხრივი სასწავლო პროგრამების დახმარებით, მხარეებმა კოორდინირებულად განახორციელონ საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეების/სტუდენტების საგადასახადო-საბაჟო საკითხების მიმართულებით, ცნობიერების ამაღლება. ამასთან, მემორანდუმის ფარგლებში, საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეთათვის (ასაკობრივი ჯგუფების გათვალისწინებით) შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები, საქართველოს მასშტაბით არსებულ მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებში, ასევე გაფორმების ეკონომიკურ ზონებსა და საბაჟო გამშვებ პუნქტებზე გამართავენ საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრებს, რაც გაზრდის მათ ინფორმირებულობას, როგორც საგადასახადო-საბაჟო პროცედურების, პრინციპების შესახებ, ასევე უზრუნველყოფს საზოგადოებაში ნებაყოფლობითი კანონშესაბამისობის დონის ამაღლებას.
შეხვედრას ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან წითელაშვილი და უწყების სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები.
მემორანდუმი ძალაში შედის მხარეების მიერ, მისი ხელმოწერის თარიღიდან.