„გავბედნიერდი...“ - ქეთი ეგიდუნაშვილი გათხოვდა
1747511771
საზეიმო ზარების ხმა დღეს ჩვენი ქვეყნის ყველა რეგიონში ისმოდა. საქართველოს დროშები, ხატები, სამადლობელი პარაკლისი და გაერთიანება ერთი იდეის ირგვლივ - თბილისის მსგავსად, მოქალაქეებმა ოჯახის სიწმინდისა და მშობელთა პატივისცემის დღე ყველა დიდ ქალაქში იზეიმეს. იმერეთიდან მრევლი ქუთაისის მთავარ მოედანზე შეიკრიბა, რამდენიმე საათის შემდეგ კი ბაგრატის ტაძრის მიმართულებით მსვლელობაც დაიწყო. ქვეყნის ერთიანობისა და ძლიერების სიმბოლო, ბაგრატის ტაძარში, სასულიერო პირებმა სადღესასწაულო პარაკლისიც გადაიხადეს.
დილიდან ხალხმრავლობა იყო ბათუმის ქუჩებშიც. მოეწყო საზეიმო მსვლელობაც, ბათუმის საკათედრო ტაძარში კი პარაკლისი გადაიხადეს.
ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად, მოქალაქეები ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი, მსვლელობით, ქალაქის ქუჩებში გადაინაცვლეს.
სპეციალურად ამ დღისთვის, პარაკლისი აღავლინეს გურიაში. მრევლი ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში შეიკრიბა. საზეიმო მსვლელობას საპატრიარქოს ჩოხოსნების გურიის სადროშოც შეუერთდა.
კიდევ ერთი ქალაქი, სადაც ოჯახის სიწმინდისა და მშობელთა პატივისცემის დღე აღნიშნეს, გორია. მოქალაქეებმა აღდგომის ტაძარში შეკრება დილიდან დაიწყეს. სხვა ქალაქების მსგავსად, აქაც გაიმართა საზეიმო მსვლელობა.
ჩოხოსნების და მომღერალთა გუნდის საზეიმო მსვლელობა თეატრონის ტერიტორიიდან დაიწყო მცხეთაში. მათ მალევე სასულიერო პირები და პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. მოგვიანებით, ლოცვით და გალობით მრევლმა სვეტიცხოველში გადაინაცვლა, სადაც სასულიერო პირებმა პარაკლისიც აღავლინეს.
მოსახლეობა ღვთისმშობლის ტაძართან შეიკრიბა კახეთის კულტურულ ცენტრში. თელავში მოქალაქეებმა ოჯახის სიწმინდის დღე საზეიმო მსვლელობით აღნიშნეს.
ოჯახის სიწმინდის დღე აღნიშნეს რუსთავშიც. მოქალაქეების დიდი ნაწილი გმირთა მოედანზე შეიკრიბა. სხვა ქალაქების მსგავსად, მსვლელობა რუსთავის ქუჩებშიც ორი საათიდან დაიწყო.
ოჯახის სიწმინდისა და მშობელთა პატივისცემის დღეს, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, თბილისის მსგავსად, საქართველოს ყველა რეგიონში, ყოველი წლის 17 მაისს ზეიმობენ.
ქეთი ეგიდუნაშვილმა რჩეული გამოაჩინა
1747514753
ბათუმის მერია განცხადებას ავრცელებს
1747514035