აი, რატომ ატარებდნენ ჩინეთში მამაკაცები ნაწნავს გაპარსულ თავზე - საინტერესო ისტორია
1758613380
4 ოქტომბრისთვის სამზადისი გრძელდება. ოპოზიციაში აქციებს აანონსებენ, რომლის მიზანიც ქვეყნის "მშვიდობიანი" გადატრიალებაა.
"ქართული ოცნება" ოპონენტების რიტორიკას არასერიოზულად მიიჩნევს. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ, არჩევნების გარდა, ხელისუფლების შეცვლის ყველა გზა არალეგიტიმურია, რასაც კანონის მკაცრი რეაგირება მოჰყვება.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, რიმა ბერაძის განცხადებით, ნებისმიერ კანონდარღვევაზე სამართალდამცველები კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.
"ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია, რომელიც არის "ნაციონალური მოძრაობის" დანაყოფი, აანონსებს პიკეტირებას, შანტაჟს, რევოლუციას. პირდაპირ ამბობენ, რომ იქნება დაუმორჩილებლობა.
შევახსენებ თითოეულ მათგანს, რომ ქვეყანაში არსებობს კანონი. ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც დაარღვევს კანონს, რა თქმა უნდა, სამართალდამცავი ორგანოები იმოქმედებენ შესაბამისად", - განაცხადა რიმა ბერაძემ.