კახა კალაძე რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ „მშვიდობიან დამხობაზე“: ცდილობენ, ამ სულელური განცხადებებით ყურადღების ცენტრში იყვნენ, ყველანაირად გაუბედურებულები, გაფარჩაკებულები არიან

კალა

ცდილობენ, ამ სულელური განცხადებებით, როგორმე რაღაცა შეინარჩუნონ, რომ ყურადღების ცენტრში იყვნენ, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ, რითაც გამოეხმაურა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან დამხობისკენ მოწოდებებს.

კალაძის თქმით, მათი განცხადებები არავის აინტერესებს.

„ყველანაირად გაუბედურებულები, გაფარჩაკებულები არიან. საერთოდ არავის აინტერესებს, არც მათი პოლიტიკური მოღვაწეობა, არც შინაარსი, რაზე საუბრობენ. უბრალოდ ცდილობენ, ამ სულელური განცხადებებით, როგორმე რაღაცა შეინარჩუნონ, რომ ყურადღების ცენტრში იყვნენ“, - აღნიშნა კალაძემ.