„დედა მართვით სუნთქვაზეა...“ - ცნობილი ხდება 9 წლის ბიჭის დაღუპვის სავარაუდო მიზეზი
1749115989
თბილისთან და რუსთავთან ერთად დილიდან იწყება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სხვა ქალაქებშიც.
მათ შორის არის ქუთაისი. ქალაქის ცენტრში წარმოდგენილია სამხედრო ტექნიკა, გაიმართება ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო ატრაქციონები, სპორტული ღონისძიებები, კონცერტები და სპექტაკლები ღია ცის ქვეშ. ფილმის ჩვენება მოეწყობა ბოტანიკურ ბაღში. ღონისძიებები ღამით, გალა-კონცერტით დაიხურება.
ასევე, სხვადასხვა ღონისძიებები დაგეგმილია ზუგდიდსა და თელავში.