საქართველოს ბანკი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მომხმარებლებს აფრთხილებს:

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ,  სოციალურ ქსელებში გავრცელდა ყალბი ბმულები დამოუკიდებლობის დღის გათამაშებასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს ბანკთან კავშირში არაა.

„თქვენი უსაფრთხოებისთვის გაცნობებთ, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ყალბი ბმულები დამოუკიდებლობის დღის გათამაშებასთან დაკავშირებით.

ინფორმაციისთვის, ეს არ არის საქართველოს ბანკის გათამაშება გთხოვთ, არ გადახვიდეთ საეჭვო ბმულებზე, არ გაუზიაროთ თქვენი პირადი მონაცემები მესამე პირებს და დარწმუნდეთ, რომ შეტყობინება გავრცელებულია ოფიციალური არხების მეშვეობით“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.