სასამართლოში იკითხებიან ის ადამიანები, რომლებიც დაადასტურებენ გრიგოლ ლილუაშვილის ბრალეულობას - პროკურორი

მარიამ ბერძენიშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი გაიმართა. პროცესს თავად ბრალდებულიც ესწრებოდა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს.

"იკითხებიან სასამართლოში ის ადამიანები, რომლებიც დაადასტურებენ გრიგოლ ლილუაშვილის ბრალეულობას. თუმცა, რა თქმა უნდა, აქ არ არის ისეთი მოცემულობა, რომ ყველა ბრალად წარდგენილ ქმედებასთან მიმართებით გვყავს ადამიანი, რომელიც თავიდან ბოლომდე ყველა დეტალზე ისაუბრებს. ლოგიკურია ასეთი რამ ბუნებაში ვერ იარსებებს. ყველა მოწმეს საკუთარი ცოდნის ფარგლებში აქვს ინფორმაცია. ეს ყველაფერი შემდგომ უნდა შევაჯეროთ, გავაანალიზოთ და ამის საფუძველზე უნდა მიიღოს შემდგომ სასამართლომ გადაწყვეტილება," - განაცხადა პროკურორმა, მარიამ ბერძენიშვილმა.

ლილუაშვილს ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, რაც 11-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.