საქართველო წმინდაა და მას სისხლის ბოლო წვეთამდე დავიცავთ - გიორგი ქოჩორაშვილი

გიორგი ქოჩორაშვილი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი, რომელიც ევრო 2024-ზე ბრწყინვალედ თამაშობს და კარიერის საუკეთესო ეტაპზეა, Lavozdegalicia-სთან ინტერვიუში სამშობლოზე ვრცლად საუბრობს.

ქართველებს მოგვწონს ოცნება დიდ რამეზე. ჩვენთვის საქართველო წმინდაა. ვაპირებთ, თავი დავიცვათ სისხლის ბოლო წვეთამდე, რადგან ეს ჩვენშია. პატარა ქვეყანა ვართ, რომელმაც ომები გადაიტანა, მაგრამ ჩვენი ენა და დამწერლობა გვაქვს. ბევრი რამ შემოვინახეთ, ვიბრძვით და ძალიან ამაყები ვართ. მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რაც გვიყვარს: ვფიქრობთ, მშობლებსა და ბავშვებზე და ერთ ოჯახად ვერთიანდებით.

ჩვენ თავისუფალ ქვეყანაში გავიზარდეთ და სკოლაში გვასწავლიდნენ, თუ რას ნიშნავს სიკვდილი, როცა ქვეყანას იცავ, სიკვდილი რელიგიის შენარჩუნებისთვის, ენისთვის და მიწისთვის. ეს სიძლიერის, ბრძოლისა და შემართების ის გრძნობაა, რომლის გადატანას საფეხბურთო მინდორზე ვცდილობთ.

ნათესავები ჩვენით ამაყობენ, მაგრამ ეიფორია დასრულდა, რადგან ეიფორია ჩვენ არ გვეხმარება. ფოკუსირებულნი უნდა ვიყოთ, რადგან ვიცით სად ჩამოვედით, მაგრამ ასევე ვიცით, აქამდე როგორ მოვედით. ბევრი ფიქრობს, რომ საქართველო სიურპრიზია, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. მე ვიცნობ ჩემს თანაგუნდელებს, ბევრი ვიშრომეთ. ამ წარმატების უკან დიდი შრომაა, რომელიც არ ჩანს.

ვაპირებთ გავაგრძელოთ სხვა ნაკრებებთან კონკურენცია და ჩვენმა ოჯახებმა კვლავ იამაყონ. ცხოვრების კიდევ ერთი ბედნიერი დღე, როგორიც პორტუგალიასთან იყო“.

როგორც ესპანური გამოცემა Onda Cero წერს, ევრო 2024-ის დასრულების შემდეგ „ლევანტე’’ გიორგი ქოჩორაშვილის სარფიანად გაყიდვას შეეცდება. კლუბისთვის ქოჩორაშვილის გაყიდვა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ქართველის ტრანსფერზეა დამოკიდებული კლუბის ახალი პროექტი. Estadiodeportivo-ს ცნობით, „ლევანტეს'' ქოჩორას გაყიდვა 4 მილიონ ევროდ სურს.

წყარო