საქართველო, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების გრაფიკის მიხედვით, მსოფლიო ლიდერების წინაშე წარდგა - დავით ბაქრაძე

დავით ბაქრაძე

 პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ნიუ-იორკში ქართული დელეგაციის ვიზიტი შეაფასა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა. დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ საქართველო წარსდგა მსოფლიო ლიდერების წინაშე, სადაც კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ საქართველო მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების ერთ-ერთი ლიდერია.

"საქართველო, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების გრაფიკის მიხედვით, წარდგა მსოფლიო ლიდერების წინაშე, პირველ რიგში, საკუთარი გამოცდილებით, მაგრამ, ასევე, იმ გამოწვევებთან დაკავშირებით არსებული სამთავრობო პოლიტიკით, რომელიც მნიშვნელოვანია სწორედ მიზნების მისაღწევად.

ასევე, გაიმართა შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივანთან. გენერალურმა მდივანმა აღნიშნა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ," - განაცხადა საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, დავით ბაქრაძემ.