1753695794
ბულგარეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან

ბულგარეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს.
სტიქიის ზონის სამი სოფლიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა, განსაკუთრებით დაზარალდა სოფელი რანი ლუგი - ხანძარმა ნახევარი დასახლება მთლიანად გაანადგურა.
მეხანძრეები ცეცხლს 100-მდე ლოკაციაზე ებრძვიან. მათ მუშაობას ძლიერი ქარი ართულებს.