1743658973
ევროკავშირმა და აშშ-მა სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს

ურსულა ფონ დერ ლაიენმა და დონალდ ტრამპმა ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ახალ სავაჭრო დოკუმენტზე შეთანხმება შეძლეს. ევროკომისიის და აშშ-ს პრეზიდენტები ერთმანეთს შოტლანდიაში შეხვდნენ, სადაც ტრამპი 5-დღიანი ვიზიტით იმყოფება.
შეთანხმების თანახმად, ამერიკული ტარიფი ევროპულ საქონელზე 15%-ს შეადგენს და არა 30%-ს, როგორც ეს ტრამპს მანამდე ჰქონდა გაცხადებული. თავის მხრივ, ევროკავშირი თავის ბაზარს ამერიკული ექსპორტიორებისთვისაც გახსნის.
„შეთანხმებას მივაღწიეთ. ეს ყველასთვის კარგი შეთანხმებაა“, - განაცხადა ტრამპმა შეხვედრის შემდეგ. ფონ დერ ლაიენმა კი აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები რთული იყო, თუმცა შეთანხმება ბრიუსელსაც და ვაშინგტონსაც სტაბილურობას მოუტანს.
აშშ-ის პრეზიდენტმა პრაქტიკულად ქვეყნისთვის ტარიფების ზრდის შესახებ აპრილის დასაწყისში განაცხადა. მან პარტნიორებს აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის და ახალი სავაჭრო შეთანხმებების ხელმოსაწერად 3 თვე მისცა, თუმცა შემდეგ ეს ვადა 1 აგვისტომდე გაახანგრძლივა.