Messenger-ს ახალი ფუნქცია დაემატა
1773345910
საპატრიარქოს უწყებანი სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს ავრცელებს.
„ამა წლის 4 თებერვალს გარდაიცვალა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მდებარე თავკვეთულას წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრის ბერი იოანე (პაიჭაძე).
ბერი იოანე დაიკრძალება შაბათს, 7 თებერვალს ამავე მონასტერში.
მწუხარებას გამოვთქვამთ ბერ იოანეს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიას, განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს. უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული.
გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული ბერი იოანე“, - ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.
Messenger-ს ახალი ფუნქცია დაემატა
1773345910
13 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
1773343369
დასახელდა მარტის თვის ფავორიტი ნიშნები
1773345438