1787774480
საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, სოციალურ ქსელში, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
„ხვალ, 27 აგვისტოს, ღამის 00:00 საათზე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებით, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი, საზეიმო ღამისთევის მსახურებას აღავლენს, ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარში, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად.
ბოლნისის სიონის მიმართულებით ავტობუსი გავა საღამოს 23:30 საათზე. ღმერთმა მრავალს დაგასწროთ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.












