მოლდოვის იუსტიციის სამინისტრომ სააპელაციო პალატას მიმართა შუამდგომლობით, რათა შეჩერდეს პარტია Moldova Mare-ს საქმიანობა

მოლდოვა

მოლდოვის იუსტიციის სამინისტრომ კიშინიოვის სააპელაციო პალატას მიმართა შუამდგომლობით, რათა შეჩერდეს ვიქტორია ფურტუნეს პარტიის, Moldova Mare-ს საქმიანობა.

როგორც უწყებაში განაცხადეს, მოთხოვნა ემყარება ცენტრალური საარჩევნო კომისიის დასკვნას, რომლის მიხედვითაც პარტიამ „დემოკრატიული საარჩევნო პროცესის სერიოზული დარღვევები“ ჩაიდინა.

იუსტიციის სამინისტრო სასამართლოს გზით ითხოვს Moldova Mare-ს საქმიანობის 12 თვით შეზღუდვას და გადაწყვეტილების მიღებამდე აღკვეთის ღონისძიებების გამოყენებას.

უწყების ცნობით, სამართალდამცავი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციით, პოლიტიკურმა პარტიამ „გარე დაფინანსება მიიღო რუსეთის ფედერაციიდან, „პრომსვიაზბანკის“ მეშვეობით“.

მოლდოვის იუსტიციის სამინისტრო დასძენს, რომ მსგავსი ქმედებები „სახელმწიფო უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს და არღვევს საარჩევნო პროცესის მთლიანობას“.