ომის 161-ე დღე - ვითარება უკრაინაში

კორპუსი უკრაინაში

უკრაინაში ომის 161-ე დღეა. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტების შეტევა კრამატორსკისა და ხარკოვის მიმართულებით მოიგერიეს. კერძოდ, კრამატორსკის მიმართულებით დაიბომბა სევერსკის, სერებრიანკის, ვერხნეკამენსკის, ზვანოვკისა და დონეცკის მიმდებარე ტერიტორიები.

გენშტაბის ცნობით, დონეცკის მიმართულებით, მტერი ძალისხმევას ზრდის ბახმუტისა და ავდეევსკის მხარეს შესატევად. ცეცხლსასროლი იარაღის სისტემატური გამოყენებით, მტერი ცდილობს შეაჩეროს უკრაინის ჯარების მოქმედება და თავიდან აიცილოს მათი გადაყვანა საფრთხის ქვეშ მყოფ ადგილებში.

ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ღამის ტრადიციული მიმართვისას ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა, რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადება მოითხოვა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ნატოს გენერალურ მდივანს პირადად ესაუბრა