„გარდაიცვალა სიცოცხლით სავსე გოგო...“ - ბათუმში ახალგაზრდას გლოვობენ
1751370163
სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება, რომ გარდაიცვალა მოცეკვავე, თეონა მუსელიანი. ღრმა მწუხარებით ვიუწყებით, რომ ქართველ ქორეოგრაფთა და მოცეკვავეთა დიდ ოჯახს გამოაკლდა ახალგაზრდა შემოქმედი - თეონა მუსელიანი
„ძალიან დამწყდა გული და ყველა ტკივილი ერთად შემახსენა ამ საოცარმა მებრძოლმა გოგონამ, ის ხომ არც ისე დიდი ხანია ჩვენს გვერდით ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა, ჩვენსავით რეაგირებდა გარშემო მოვლენებზე, ჩვენსავით სტკიოდა, ჩვენსავით იცინოდა , ჩვენსავით წუხდა, და უცებ ყველაფერი დამთავრდა, ყველაფერს წერტილი დაესვა, სამწუხაროდ, ეს წუთისოფელი, ძალიან სამწუხარო და მტკივნეულია ასეთი ახალგაზრდა რომ ტოვებს ამ საწუთროს, მაგრამ იმედია უფალია შეიფარებს მას და გაუნათებს მის სამუდამო სასუფეველს, აკმაოს უფალმა ეს უდიდესი ტრაგედია მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და ყველას ვისაც ამ დიდი ტკივილის აღქმა შეუძლია, თეოს კი დაუმკვიდროს სასუფეველი იქ, სადაც მართალნი განისვენებენ!“ - წერენ სოციალურ ქსელში.
ახლობლების ინფორმაციით, თეონა სუბელიანი ავადმყოფობდა და სიმსივნით გარდაიცვალა.