სამშაბათს ზოგიერთი ადამიანის ნიღაბი მოიხსნება და დაინახავთ, ვინ რას წარმოადგენს - ცაგარელი

ასტროლოგი

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის ინფორმაციით, მიმდინარე კვირა მთლიანობაში ცუდი არ არის, განსაკუთრებით კი, მეორე ნახევარი. 

მნიშვნელოვანი და საინტერესო კი სამშაბათი დღეა.

„ყველა ადამიანს გაცილებით მეტი შესაძლებლობები მიეცემა. რადგან მზე კუროს ზოდიაქოს ნიშანში გადადის, სტაბილიზაციის ფაქტორი მეტად მოიმატებს. 

მაისში მზისა და მთვარის დაბნელება უნდა გავიაროთ, კურო მაინც მოგვცემს საშუალებას, რომ ეს პერიოდები შედარებით მშვიდად გავიაროთ. 

ამ კვირაში ყურადღება გეომაგნიტურ დღეებს მიაქციეთ - დღეს, ოთხშაბათს, შაბათსა და კვირას. ამ დღეებში შესაძლოა, ადამიანის გულსისხლძარღვოვანი მდგომარეობა შეუცვალოს. 

მინდა სამშაბათ დღეს მიაქციოთ ყურადღება. სამშაბათს ზოგიერთი ადამიანის ნიღაბი მოიხსნება და დაინახავთ, ვინ რას წარმოადგენს.

სამშაბათს დააკვირდით ადამიანებს, როგორ მოეხსნებათ ზოგიერთს ნიღაბი და მის რეალურ სახეს დაინახავთ.“ - აცხადებს ცაგარელი.