პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მეოცე საუკუნეში, მოღვაწე ეფრემ არიზონელს ბევრ კითხვას უსვამდნენ. წმინდა მამაც თავმდაბლად იდგა და მოყვასის კითხვებს პასუხობდა. ნახულობენ თუ არა, ოჯახის წევრები გარდაცვალების შემდეგ ერთმანეთს? ეს საკითხი, ვფიქრობ, დაგაინტერესებთ.
ერთხელ წმინდა ეფრემ არიზონელს ვკითხე, ურთიერთობენ თუ არა სამოთხეში მყოფი სულები ერთმანეთთან.
მითხრა, რომ ოჯახის წევრები ერთად არიან. ერთმანეთს ელაპარაკებიან და ისინი ამისთვის ადიდებენ და ადიდებენ უფალს.
იცნობენ თუ არა ნათესავები ან მეგობრები ერთმანეთს ღვთის სამეფოში?
მან მიამბო, რომ მისმა მამამ სიკვდილის წინ აღსარება ჩააბარა და ზიარება მიიღო. მერე თვალები გაახილა, გაიღიმა და ბედნიერად თქვა:
– მოვდივარ!… მოვდივარ!… ორ საათში მოვდივარ!…
მართლაც, ზუსტად ორ საათში წავიდა. საათს დავხედე.
წინა დღეებში დედაჩემს ეუბნებოდა:
– ამ პატარა ბავშვს, რომელიც ჩემს ოთახს არ სცილდება მიეცი ტკბილეული და აკოცე.
დედაჩემი მიხვდა, რომ ის რაღაც ზებუნებრივს ხედავდა, თუმცა არ შეიმჩნია და უთხრა, რომ ეს მისი შვილიშვილი, ანთიმოსი იყო.
მაგრამ მან მშვიდად და სრული გონებრივი სიცხადით უპასუხა:
- Არა, არა! ეს არ არის ანთიმოსი. ეს მირონია, ჩემი ძმა!
მირონი მისი პატარა ძმა იყო, რომელიც პატარა ასაკში წავიდა ამ ქვეყნიდან. სულ რაღაც ოთხ ნახევარი წლის!
ახლა, ღვთის საყვარელი პატარა ანგელოზი, ის გამოგზავნა მისმა სიყვარულმა, რათა გაეხარებინა მისი დიდი ძმა და სიყვარულით გაჰყოლოდა მას მარადისობის დიდ მოგზაურობაში…”.
ბევრი სვამს კითხვას: შეიკრიბებიან თუ არა ნათესავები ან მეგობრები ღვთის სამეფოში? ეკლესიის მამები პასუხობენ, რომ დიახ, ისინი ერთმანეთს გაიცნობენ.ადამიანთა ყველა კეთილი გრძნობა განიწმინდება და სულიერ სიყვარულად გარდაიქმნება იესოში, სრულყოფილ სიყვარულში.ჩვენ გვაქვს მრავალი შემთხვევა, როდესაც ღმერთი მისკენ მიმავალ სულს თავის ნათესავებს უგზავნის, რომლებიც მას უყვარს, რათა გვერდით დაუდგეს, გაახალისოს და გაამხნეოს სული გამოსვლისას.
მარადისობისკენ წასვლის წინ, ბევრი ხედავს მათ და ამბობს მათ სახელებს. თუმცა სულს არსებით დახმარებას, თანადგომასა და თანხლებას, ისევე როგორც მის მფარველობას, მამა ზეციერის მიერ გამოგზავნილი წმინდა ანგელოზები უწევენ. ხანდახან მხარდასაჭერად წმინდანებსაც აგზავნიან. ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენად ახარებდა ღმერთს თავისი ცხოვრებით, თუმცა ღმერთის წყალობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.
ასე რომ, თუ გარდაცვალების წინ ადამიანები წასულების სახელებს ახსენებენ და მათ ეძახიან, ნუ შიშობთ...
ასევე დაგაინტერესებთ:
აფხაზეთის ომის ვეტერანობიდან ბერობამდე - "მამა ილია რამდენიმე წელი გარდაცვლილი გვეგონა
"მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა მომმართონ გასაჭირის ჟამს და მათ თხოვნას მსწრაფლ შევისმენ“ - დღეს ამ ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეა