პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"მინდა ერთი ისტორია მოგიყვეთ, რომელიც მე გადამხდა" - წერს ფეისბუქზე ეკა ჯანელიძე და ღვთისმშობლის ხატის ფოტოს აქვეყნებს. ფეისბუქმომხმარებელი გვიყვება სასწაულზე, თუ როგორ იხილა სიზმრად ხატი, რომელიც სახლში წაყვანას სთხოვდა. მეორე დღეს კი, ღვთისმშობლის ეს ხატი, ვენის ანტიკვარიატის მაღაზიაში "იპოვა"...
ეკა ჯანელიძე: 2014 წლის მაისში ჩემ დედამთილს დაუსვეს ძალიან ცუდი დიაგნოზი, ჰოჩკინის ლიმფომა. ვენაში გაგზავნილი ანალიზებიათაც იგივე დადასტურდა. უბრალოდ, სტადია ვერ განსაზღვრეს, რადგან ისეთ ადგილებში იყო, რომ მასალა, რაც უნდა აეღოთ დასათესად, საქართველოში ვერ გააკეთეს. ამიტომ ფუნქციის გასაკეთებლად ვენაში გავემგზავრეთ - მე, დედაჩემი და ჩემი დედამთილი.
იქ ყოფნას დაემთხვა პეტრე-პავლობა. იმ ღამეს ვნახე სიზმარი; ხელში მეჭირა ღვთისმშობლის ხატი და მეუბნებოდა: წამიყვანე შენთან სახლში, არ გეცოდები, ნახე, სულ სველი ვარო. დილით გავიღვიძე თუ არა, ეს სიზმარი მოვყევი.
კვირა დღე იყო. სასეირნოდ გავედით. გზად ნაყინი ვიყიდეთ და მოვხვდით ერთ ქუჩაზე, სადაც ანტიკვარული ნივთები იყიდებოდა.
ერთი ბროში მომეწონა. რომ უნდა მეყიდა, საფულე აღარ დამხვდა ჩანთაში... რომელშიც მედო ყველა ჩემი საბუთი და 500 ევრო.
წამოვედით იმ სანაყინეში, სადაც დილით ვიყავით... იქ სულ სხვა გამყიდველი დამხვდა. რომ ვუთხარი საფულე დავკარგე, აქ დამრჩა-მეთქი, იუარა და პოლიციითაც კი დამემუქრა. ღმერთს ვევედრებოდი, არ მინდა ის ფული, რაც მქონდა, მხოლოდ ჩემი საბუთები მაპოვნინე-მეთქი. შევედი გამყიდველთან და ვთხოვე, მარტო საბუთები დამიბრუნეთ, ფული არ მინდა-მეთქი. ამ კაცმა უცებ დაწერა რაღაც და მომაწოდა, წადი ამ მისამართზე, ნიკოლა იკითხე და მოგცემს შენს საბუთებსო. წავედით მოცემულ მისამართზე, მოვიდა ნიკოლა და მომცა ჩემი საფულე და არა მარო საბუთები, ფულიც ხელუხლებელი. 50 ევრო ნიკოლას ვაჩუქე. მეგობარი გვახლდა, ვინც დაგვყვებოდა. მკითხა, სად წავიდეთო? მე ისევ იმ ბროშის საყიდლად გადავწყვიტე წასვლა. ვიყიდე ეს ჩემი ძალიან მოწონებული ბროში, რომელიც სულ რაღაც 5 ევრო ღირდა (საერთოდ არ ვხმარობ. რამ მომაწონა, არ ვიცი))
და ვხედავ, ჩემი მეგობარი იქით პირჯვარს იწერს, სასწრაფოდ მივედი და ვხედავ, ხელში უჭირავს ხატი... ის ხატი, რომელიც სიზმარში ვნახე და ჩემთან წამოსვლას მთხოვდა...
ჩემ დედამთილს ემოციისგან გული წაუვიდა... ძლივს ამოვილუღლუღე და ფასი ვიკითხე, (ძალიან ძვირს ველოდი) ხატის ფასი 500 ევრო მითხრეს - ის თანხა, რაც დავკარგე და რაც სასწაულადვე ვიპოვე.
ივერის ღვთისმშობლის ხატი მე-18-19 საუკუნის. არავინ იცის, როგორ მოხვდა ვენაში, ყიდდნენ, როგორც ანტიკვარს და არა როგორც, ივერის ღვთისმშობლის შეუფასებელ ხატს!!
წამოვედით, წამოვაბრძანეთ საქართველოში.
რეგისტრაციაზე არ გამოჩნდა!!
ჩემს დედამთილს, ჰოჩკინის ლიმფომა არ დაუდგინდა! (აბსოლუტურად ჯანმრთელია)
ყვავილი, რომელიც ხატს პირველად მოართვეს, არ დაჭკნა!
ხატმა ფერი იცვალა და გაბრწყინდა!
საბერძნეთის ეკლესიიდან ჩამოტანილ ხმელ დაფნის ფოთოლს, მირონდენა დაეწყო!
გფარავდეთ დედა ღვთისა!
ასევე დაგაინტერესებთ: