სამებაში წირვაზე პატრიარქის საგალობელს „კირიელეისონ“ მეცოსოპრანო ნინო სურგულაძე ასრულებს

ნინო სურგულაძე

სამებაში წირვაზე პატრიარქის საგალობელს „კირიელეისონ“ საოპერო მომღერალი, მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე ასრულებს.

12:15 საათზე სამების ტაძარში მიბრძანდა კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს I, რომელიც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულებს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურებას.

15:00 საათზე მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს გამოასვენებენ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ ფეხით მსვლელობით.