1773951610
სამძიმარს ვუცხადებთ ყველას, ვინც პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას გლოვობს - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი გლობალური რელიგიური თავისუფლების საკითხებში
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი გლობალური რელიგიური თავისუფლების საკითხებში, მარკ უოლკერი სამძიმარს გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობის ილია II-ის გარდაცვალების გამო.
"სამძიმარს ვუცხადებთ ყველას, ვინც პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას გლოვობს. იგი იყო გარანტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის თავისუფალი აღმსარებლობისა საბჭოთა კავშირის იმ მცდელობების შემდეგ, რომლებიც მიზნად ისახავდა რწმენის აღმოფხვრასა და თავისუფლების დათრგუნვას," - წერს სოციალურ ქსელ X-ზე მარკ უოლკერი.











