1773951610
ისრაელის თავდაცვის ძალებმა სირიაში დარტყმები განახორციელეს
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღამის განმავლობაში სირიაში დარტყმები განახორციელეს.
ამის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იერიში სირიის ქალაქ სუვეიდში დრუზების წინააღმდეგ თავდასხმების საპასუხოდ მიიტანეს.
„ისრაელი ვერ შეეგუება დრუზი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენებას სირიაში და გააგრძელებს მოქმედებას მათი დასაცავად“, – ნათქვამია განცხადებაში.











