1773951610
თან იქონიეთ საწვიმარი - მეტეოროლოგი მოსახლეობას აფრთხილებს
საქართველოსთვის ამ მეტად სევდიან დღეებში, მაშინ როდესაც ყველა თბილისისკენ მივიჩქარით, მინდა გითხრათ - თან იქონიეთ საწვიმარი - ამის შესახებ ინფორმაციას მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში წერს.
„20 მარტს- დედაქალაქში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში დროგამოშვებით ყველგან იწვიმებს.
თითქოს ცა ჩვენს სევდას იზიარებს და ყველაფერი ნაცრისფერია, მაგრამ იცოდეთ - 21 მარტს დღისით, ასევე ყველგან გამოიდარებს და ეს მზის სხივები იქნება იმედის ნიშანი, რომ სევდის შემდეგ ყოველთვის მოდის სინათლე“, - წერს კობა ფარტენაძე.











