1773951610
არქიმანდრიტი იოვანე: პატრიარქმა უამრავი ადამიანი უფრო მეტად მიაახლოვა უფალთან და ეს ყველაფერი ამ დღეებში უფრო მეტად გამოჩნდა
პატრიარქმა უამრავი ადამიანი უფრო მეტად მიაახლოვა უფალთან და ეს ყველაფერი ამ დღეებში უფრო მეტად გამოჩნდა, - განაცხადა არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა.
„ამ ყველაფერში რა თქმა უნდა, განუზომელი სიყვარული ჩანს პატრიარქის მიმართ და ეს თავად პატრიარქმა დაახლოებით 50 წლის განმავლობაში, მისი გულწრფელობით, სიყვარულით, თითოეულ ადამიანზე მზრუნველობით დათესა. უამრავი ადამიანი, თუნდაც, 50 ათასზე მეტი ნათლული, უფრო მეტად მიაახლოვა უფალთან და ეს ყველაფერი ამ დღეებში უფრო მეტად გამოჩნდა“, - აღნიშნა არქიმანდრიტმა იოვანემ.











