1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ესტუმრა და ილიაობა მიულოცა, - ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
,,პრეზიდენტმა მის უწმინდესობას ილიაობის დღესასწაული მიულოცა და ასევე ესაუბრა ვატიკანში ჩატარებული ღონისძიების შესახებ, ხაზი გაუსვა რა ქართული კულტურის მაღალ დონეზე წარმოჩენის მნიშვნელობას.
ქალბატონმა სალომემ მწუხარება გამოთქვა გუდაურის ტრაგედიისა და სამთავისისა და კასპის ეპისკოპოს დამიანეს (ხუფენია) გარდაცვალების გამო", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.