„სახლში დაიბარეს, რომ მაღაზიაში მიდიოდნენ..." - 12 და 13 წლის გოგონებს უკვე მეექვსე დღეა ეძებენ

ეძებენ

გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანში მცხოვრებ გოგონებს, 12 წლის ლანა ლუკიანოვას და 13 წლის სვეტა ქსოვრელს ოჯახის წევრები მეექვსე დღეა ეძებენ. დაკარგული გოგონების ოჯახის წევრების თქმით, მოზარდებმა თქვეს, რომ მაღაზიაში აპირებდნენ წასვლას და შემდეგ არ გამოჩენილან. ამის შესახებ მოზარდების დეიდამ „პრაიმტაიმთან“ განაცხადა.

„სიახლე აბსოლუტურად არაფერია, იყო ვერსიები, რომ რომელიღაც მეტროსთან ნახეს, კამერებიც ამოიღეს, მაგრამ კვალს ვერ მივაგენით. სახლში დაიბარეს, რომ მაღაზიაში მიდიოდნენ და მეექვსე დღეა, რაც ვერ იპოვეს. რომ ვკითხულობ, არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა სახლში. ადრეც იყო რაღაც შემთხვევები, მაშინ მშობლებთან კონფლიქტის გამო დაიმალნენ ბავშვები, მაგრამ ამ ეტაპზე კონფლიქტის შემთხვევა არ ყოფილა.“,- განაცხადა დეიდამ.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი გოგოები შეამჩნიეს მცხეთაში და შემდეგ თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ინფორმაციის შემთხვევაში, დაუკავშირდით:

ნათია ნარიმანიძე - 599199031