პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
,,12 წლის ბავშვი ბავშვს აჩენს და რა გინდა, უხარია თვითონო. მარტო ის ფაქტი, რომ უხარია, უკვე გვიჩვენებს, როგორი პატარაა ბავშვი, და რამდენად ვერ იაზრებს რაშია გახვეული, თოჯინობანა ჰგონია დედობანა", - ამის შესახებ უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს.
,,11-12 წლის ბავშვს იცნობთ? შეიძლება მან მიიღოს გადაწყვეტილება ნებაყოფლობით სექსზე? რა ცოდნა აქვს ან რა სიმწიფე, რომ გაისიგრძეგანოს, რა არის სქესობრივი ურთიერთობა და მიიღოს გადაწყვეტილება ამაზე? ეს ერთმნიშვნელოვნად გაუპატიურებაა. ბავშვის მოტყუება და მანიპულირება ხომ ადვილია...
● 14 წლის გაუპატიურებული გოგო საკუთარმა ღორმა მამამ ისე სცემა, ბავშვის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
● 14 წლის გაუპატიურებული ნინი რომ სუიციდამდე მიიყვანა საკუთარმა ოჯახმა და გარემომ, ეგეც ხომ გვახსოვს?!
დღეს გოგოები და ქალები ყველაზე დაუცველები სქესობრივ ძალადობაში არიან. მათ კანონიც კი არ იცავს სათანადოდ, არათუ პოლიცია და სასამართლო.
ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი თავები და ჩვენი შვილები და ჩვენი უძვირფასესი ადამიანები ამ საზარელი დანაშაულებისაგან. ამიტომ გამოდი გარეთ ხვალ, 25 ნოემბერს, 20:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე და მოითხოვე გაუპატიურების კანონის ცვლილება!", - წერს ბაია პატარაია სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, გუშინ, 23 ნოემბერს, თბილისში, 12 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა.
გოგონამ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმშობიარა.
არასრულწლოვანი თბილისში რუსთავიდან კატასტროფის ბრიგადამ გადმოიყვანა.
ასაკის გათვალისწინებით, მკურნალმა ექიმმა ფეხმძიმე გოგოს ოჯახს პაციენტის დედაქალაქში სასწრაფოდ გადაყვანა ურჩია.
როგორც ცნობილია, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, დედაც და ნაყოფიც თავს კარგად გრძნობენ.
არსებული ინფორმაციით, 12 წლის გოგონამ ბავშვი მისივე მეგობრისგან გააჩინა, რომელიც ასევე არასრულწლოვანია.
ის პოლიციამ უკვე გამოჰკითხა. დაკითხეს თავად ფეხმძიმე მოზარდიც.
გოგოს ოჯახი საქმეზე სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს.
ფაქტზე გამოძიება სქესობრივი დანაშაულის კვალიფიკაციით მიმდინარეობს. პოლიციაში საქმის ირგვლივ დაკითხვები გრძელდება.
5 ნიშანი იმისა, რომ ანგელოზი გმფარველობთ
1732355944