სახალხო დამცველმა რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულება მოინახულა

ომბუდსმენი

2025 წლის 3 ოქტომბერს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა რუსთავში, N12 ნახევრად ღია და დახურული ტიპის პენიტენციური დაწესებულება მოინახულა, დაათვალიერა დაწესებულების ინფრასტრუქტურა და შეხვდა ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.

N12-ე დაწესებულებაში ყოფნისას, სახალხო დამცველი, ასევე, იქ განთავსებულ ლევან ხაბეიშვილს, გიორგი ვაშაძეს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, გიორგი ხაინდრავას, ვასილ მხეიძეს და ვლადიმერ ღუდუშაურს გაესაუბრა და მათ  საცხოვრებელ პირობებს გაეცნო.

სახალხო დამცველი სისტემატურად ახორციელებს პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგს და ზედამხედველობას უწევს პატიმართა უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს.