პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საკანონმდებლო ორგანოში ომბუდსმენობის კანდიდატების მოსმენები გრძელდება. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში დღეს წარდგენილი 19 კანდიდატიდან ოთხს - ლელა გაფრინდაშვილს, სოფიო დემეტრაშვილს, თინათინ ერქვანიასა და ევგენია თავაძეს ელოდებიან.
პროცესი პარლამენტში კვირის ბოლომდე გაგრძელდება, რის შემდეგაც დეპუტატებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. ამისთვის, მათ წინ კიდევ დაახლოებით ერთი თვე აქვთ. ახალ სახალხო დამცველს ასარჩევად 90 ხმა სჭირდება.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის თქმით, ყველას მიეცა საშუალება წარსდგნენ პარლამენტის წინაშე და საკუთარი ხედვები წარმოადგინონ.
"მე ვფიქრობ, როგორც სახელისუფლებო პარტიის, ასევე ოპოზიციიდან დეპუტატების კითხვები, მისცემს საზოგადოებას არჩევანის საშუალებას და ჩვენც გაგვიადვილებს შემდეგ კენჭისყრის დროს გადაწყვეტილებას," - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე იმ კრიტერიუმებზე საუბრობს, რომლითაც ახალი ომბუდსმენის არჩევა განისაზღვრება.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის კრიტერიუმები, რომელიც რეგლამენტშიც გახლავთ ასახული და აქ რა თქმა უნდა, კვალიფიციურობასთან, გამოცდილებასთან, კეთილსინდისიერებასთან ერთად არანაკლებად მნიშვნელოვანია მიუკერძოებლობის კრიტერიუმი,"- აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.