საგარეო უწყება ახლო აღმოსავლეთიდან თბილისის მიმართულებით დანიშნული რეისების შესახებ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს

მასკატი

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო საქართველოში დაბრუნებას დროულად ვერ ახერხებენ, სპეციალური რეისები შესრულდება. საგარეო საქმეთა სამინისტრო რეისებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს.

„ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რიგი ქვეყნების საჰაერო სივრცის დახურვის გამო შექმნილი სამგზავრო შეფერხებების გათვალისწინებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა საქართველოში დაბრუნებასაც დროულად ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი ავიაკომპანიები, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესრულდება სპეციალური რეისები“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საუბარი შემდეგ რეისებზე;

მუსკატი (ომანის სასულთნო) - თბილისი (საქართველო)

03.03.2026 | 23:00 (ადგილობრივი დროით)

05.03.2026 | 19:00 (ადგილობრივი დროით)

რიადი (საუდის არაბეთი) - თბილისი (საქართველო)

04.03.2026 | 19:00 (ადგილობრივი დროით)

საქართველოში გამგზავრების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ საქართველოს შესაბამის საელჩოებს:

საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (აბუ-დაბი):

• ცხელი ხაზი (24/7): +971 54 2324 335

• ტელეფონი: +971 2 553 36 83

• ელ-ფოსტა: abudhabi.con@mfa.gov.ge

საქართველოს საელჩო კატარის სახელმწიფოში (დოჰა):

• ცხელი ხაზი (24/7): +974 52 098 071

• ტელეფონი: +974 44 739 499

• ელ-ფოსტა: doha.emb@mfa.gov.ge

საგარეო საქმეთა სამინისტრო არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და კატარის მხარეებს, მოქალაქეების მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისა და მზრუნველობისათვის განსაკუთრებულ მადლობას უხდის.