რა ხდება ამ წუთებში ისრაელში - ბოლო ცნობები
1772480517
როდესაც ერთიანდები მხოლოდ იმიტომ, რომ რომელიღაც ხელისუფლება უკანონოდ ჩამოაგდო და იმის იქით რას სთავაზობ ამომრჩეველს - ამას არ ამბობ, რა თქმა უნდა ეს ყოველთვის განწირულია ისევ დაშლისთვის, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
ამ კომენტარით დეპუტატი გამოეხმაურა ოპოზიციის ნაწილის განცხადებას გაერთიანების შესახებ. მაჭარაშვილი ვარაუდობს, რომ ოპოზიციის ეს ნაწილი არჩევნებამდეც ვერ მიაღწევს.
„როგორც კი გამოაცხადეს, რომ ვითომ გაერთიანდნენ, ყველა სათითაოდ გამოვიდა და თქვა, რომ კი გავერთიანდით, მაგრამ ყველას ჩვენ ჩვენი გზა გვაქვსო. როდესაც ერთიანდები მხოლოდ იმიტომ, რომ რომელიღაც ხელისუფლება უკანონოდ ჩამოაგდო და იმის იქით რას სთავაზობ ამომრჩეველს - ამას არ ამბობ, რა თქმა უნდა ეს ყოველთვის განწირულია ისევ დაშლისთვის. ხან ორად გაიყო ნაცმოძრაობა, ხან ოთხად, ხან რვა, მერე თორმეტად, მერე ალბათ გზაში რომელიღაც ნაწილი გამოძვრება, მერე ისევ ამ სამს შეუერთებენ. ამ მდგომარეობით შეიძლება ვერც მიაღწიონ არჩევნებამდე და ვერც მიაღწევენ, იმიტომ რომ ამ დაშლილი ნაწილებიდან უმეტესობა მათგანს საკონსტიტუციო სასამართლოში ელის პოლიტიკურად გაუქმება და ანტისახელმწიფოებრივი სტატუსი“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
ცხრა პოლიტიკური პარტიის ე.წ. ოპოზიციურ ალიანსს, „ლელო“ და გახარიას პარტია არ უერთდება. მიუხედავად კოალიციაზე უარისა, ნიკა გვარამია იმედოვნებს, რომ პარტიები აზრს შეიცვლიან. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თინა ბოკუჩავა კი „იმედზე“ ბრიტანეთის თავდასხმას იყენებს არგუმენტად, რათა „ქრონიკის“ კითხვებს გაექცეს.