გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს
1732361130
ყველა ქრისტიანის ოჯახში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის ემზადებიან. სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილია მწვანე, ხასხასა ჯეჯილი.
მათთვის ვინც ჯერ კიდევ ვერ მოახერხა ჯეჯილის დათესვა, გთავაზობთ მეთოდს თუ როგორ ამოიყვანოთ 3 დღეში: დათესვამდე რამდრენიმე საათით ადრე ხორბალს დავასხათ თბილი წყალი, რათა დავაჩქაროთ გაღვივების პროცესი.
გარკვეული დროის გასვლის შემდეგ გაღვივებული ხორბალი გადავიტანოთ ბამბაზე, თანაბრად გავანაწილოთ ზედაპირზე და დავასხათ თბილი წყალი.
ჭურჭელი, რომელშიც მოთავსებულია ხორბალი, მოვათავსოთ პოლიეთილენის პარკში, დავდოთ თბილ და განათებულ ადგილზე, დროდადრო დავასხათ წყალი, ისე რომ ბამბა გაიჟღინთოს . ჯეჯილი ძალიან მალე დაამშვენებს თქვენს სააღდგომო სუფრას!
ასევე ნახეთ:
👉 როგორ შევარჩიოთ და შევღებოთ სააღდგომოდ კვერცხი – მადონა კოიძის პრაქტიკული რჩევები
👉 თავადის ქალის, ბარბარე ჯორჯაძის პასკის რეცეპტი, რომელიც დღესაც პოპულარულია