სად რომელი „მარშრუტკა“ გაივლის 1-ლი თებერვლიდან - სრულად

ლურჯი მარშუტკა

1-ლი თებერვლიდან თბილისში აღარ ივლის ე.წ. ყვითელი მარშრუტკები. მათ „ლურჯი მიკროავტობუსები“ შეცვლის. ახალი ტრანსპორტი განახლებულ ხაზებზე ივლიან, ნაწილი იგივე გზას გაივლის.

მერია აქვეყნებს მარშრუტებს, სადაც „ლურჯი მიკროავტობუსები“ გაივლიან:

N16-ს ჩაანაცვლებს N416 - აღნიშნული მარშრუტი წრიული იქნება. მიკროავტობუსი სადგურის მოედნიდან ნ. გოგოლის ქუჩის გავლით, გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებს და კვლავ სადგურის მოედანს დაუკავშირდება;

N28-ს ჩაანაცვლებს N428 - მეტროსადგურ „ისნიდან“ ყვარლისა და თეოდორ უშაკოვის ქუჩების გადაკვეთამდე გადაადგილდება;

N11-ს ჩაანაცვლებს N431 - ბიჭვინთის ქუჩიდან იონა ვაკელის ქუჩამდე (აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკამდე) იმოძრავებს და უკუმიმართულებით, ბუდაპეშტის ქუჩას, პეკინის გამზირსა და კანდელაკის ქუჩას მოიცავს;

N432 - გადაადგილდება მეტროსადგურ „სარაჯიშვილიდან“ ნუგზარ შანავას ქუჩამდე;

N139-ს ჩაანაცვლებს N439 - იმოძრავებს რომან ჭელიძის ქუჩიდან მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრამდე“;

N440 - გ. გედევანის ქუჩიდან გადაადგილდება მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმართულებით;

N42-ს ჩაანაცვლებს N442 - მგზავრებს მეტროსადგურ „დიდუბიდან“ დიდ დიღომში, არჩილ მეფის ქუჩამდე, მე-4 მიკრორაიონის N6 კორპუსამდე მოემსახურება;

N52-ს ჩაანაცვლებს N452 - გადაადგილდება ელვერ კუპატაძის გასასვლელიდან მეტროსადურ„სარაჯიშვილამდე“;

N55-ს ჩაანაცვლებს N455 - მგზავრთა მომსახურებას ვაზისუბნის მეორე ა მიკრორაიონიდან (კორპუსი N23 მიმდებარედ) მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“ შეძლებს;

N194-ს ჩაანაცვლებს N456 - მეტროსადგურ „სამგორიდან“ კახეთის გზატკეცილის გავლით, „ლილო მოლამდე“ იმოძრავებს;

N458 - აღნიშნული მიკროავტობუსის მარშრუტი მეტროსადგურ „დიდუბიდან“ სადგურის მოედნამდე განისაზღვრა;

N60-ს ჩაანაცვლებს N460 - გადაადგილდება დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონის N6-დან „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიამდე;

N461 - მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ იმოძრავებს ვარდისუბნისა და რაჭისუბნის ქუჩების გადაკვეთამდე;

N62-ს ჩაანაცვლებს N462 - სავაჭრო ცენტრ „თბილისის ზღვის პლაზას“ მიმდებარე ტერიტორიიდან მეტროსადგურ „სადგურის მოედანი 1-მდე“ გადაადგილდება;

N465 - ვიქტორ დოლიძის ქუჩიდან სადგურის მოედნის მიმართულებით, „თბილისი ცენტრალის“ მიმდებარე ტერიტორიამდე იმოძრავებს;

N187-ს ჩაანაცვლებს N467 - მუხიანის აგარაკებიდან გადაადგილდება მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრამდე“;

N469 - იმოძრავებს მეტროსადგურ „დიდუბიდან“ მუხათგვერდის ქუჩამდე, სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიამდე;

N70-ს ჩაანაცვლებს N470 - მგზავრებს ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონიდან მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“ მოემსახურება;

N71-ს ჩაანაცვლებს N471 - ვარკეთილი 3-ის პირველი მიკრორაიონიდან (N25 კორპუსის მიმდებარედ) გადაადგილდება მეტროსადგურ „სამგორამდე“ (მეველის ქუჩისა და ქეთევან დედოფლის გამზირის კვეთამდე);

N472 - იმოძრავებს ვლადიმერ ლობჟანიძის ქუჩიდან თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-10 კორპუსამდე;

N474 - გადაადგილდება ელვერ კუპატაძის გასასვლელიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილამდე“;

N48-ს ჩაანაცვლებს N475 - ზაჰესის ტერიტორიიდან (ავჭალის ქ. N86) გადაადგილდება მეტროსადგურ „სარაჯიშვილამდე“;

N477 - მგზავრებს სადგურის მოედნიდან სამშვილდის ქუჩის მიმართულებით გადაიყვანს;

N488 - იმოძრავებს წრიულად. მიკროავტობუსი მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ გობრონიძის, ნოზაძისა და მუხიანის აგარაკებზე არსებულ ქუჩებზე გადაადგილდება და კვლავ მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრს“ დაუკავშირდება;

N189-ს ჩაანაცვლებს N489 - მეტროსადგურ „სამგორიდან“ გადაადგილდება სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთამდე“;

N91-ს ჩაანაცვლებს N491 - მარშრუტი წრიული იქნება და მეველის ქუჩიდან მოსკოვის გამზირის, ჯავახეთის, ლორთქიფანიძის, მეტრეველის ქუჩების გავლით, კვლავ მეველის ქუჩას დაუკავშირდება;

N492 - გობრონიძისა და ვეკუას ქუჩების კვეთიდან გადაადგილდება ნოზაძის, ბოჭორიშვილის, კეცხოველის, ფარსმან II-ის, ხევისპირის ქუჩებზე და მგზავრებს კვლავ გობრონიძისა და ვეკუას ქუჩების კვეთამდე მიიყავს;

N95-ს ჩაანაცვლებს N495 - ვარკეთილის მეურნეობის ტერიტორიიდან გადაადგილდება მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“;

N124-ს ჩაანაცვლებს N497 - ვ. წულუკიძის ქუჩიდან იმოძრავებს პეკინის გამზირისა და ბახტრიონის ქუჩის კვეთამდე (ბუკიას ბაღის ტერიტორიამდე);

N498 - გადაადგილდება ოდიშელის ქუჩიდან ჭილაძის ქუჩამდე;

N99-ს ჩაანაცვლებს N499 - მუხიანის აგარაკების ტერიტორიიდან მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრამდე“ იმოძრავებს;

N116-ს ჩაანაცვლებს N500 - გადასასვლელი ხიდიდან გადაადგილდება დავით აღმაშენებლის ხეივნისკენ, „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიამდე;

N182-ს ჩაანაცვლებს N501 - მარშრუტი წრიული იქნება. აღნიშნული მიკროავტობუსი იმოძრავებს გადასასვლელი ხიდიდან ც. დადიანის, ზაზიაშვილის, აგარის, აფხაზეთის ქუჩებზე და კვლავ გადასასვლელ ხიდს დაუკავშირდება;

N502 - მახათას მთის ტერიტორიიდან გადაადგილდება გადასასვლელ ხიდამდე;

N503 - წყნეთში, რუსთაველის ქუჩიდან (მაია წყნეთელის ძეგლის მიმდებარე ტეროტორია) ბეთანიამდე (სალბიერის ქუჩისა და სალბიერის პირველი შესახვევის მიმდებარედ) იმოძრავებს;

N505 - მეტროსაგურ „დელისიდან“ გადაადგილდება ლ. ჩარკვიანის ქუჩამდე (ონკოლოგიურ ცენტრამდე);

N185-ს ჩაანაცვლებს N506 - ლილოს დასახლებიდან „ლილო მოლამდე“ იმოძრავებს;

N197-ს ჩაანაცვლებს N507 - გადაადგილდება ზღვის უბნის მე-4 მიკრორაიონიდან მეტროსადგურ „სადგურის მოედანი 1-ის“ მიმდებარე ტერიტორიამდე;

N202-ს ჩაანაცვლებს N512 - გლდანის მე-4 მიკრორაიონიდან ილია ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით იმოძრავებს;

N513 - სვანეთის ქუჩისა და სვანეთის პირველი შესახვევის კვეთიდან გადაადგილდება ლიბანის ქუჩამდე;

N514 - ი. ჭავჭავაძის ქუჩისა და სვანეთის მე-2 შესახვევის კვეთიდან იმოძრავებს ლიბანის ქუჩამდე;

N515 - სულხან საბა ორბელიანის ქუჩიდან გადაადგილდება წყაროს ქუჩამდე;

N77-ს ჩაანაცვლებს N517 - ო. ხიზანიშვილისა და კ. ლესელიძის ქუჩების კვეთიდან გადაადგილდება მეტროსადგურ „სადგურის მოედანი 1-ის“ მიმდებარე ტერიტორიამდე;

N78-ს ჩაანაცვლებს N518 - დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონიდან მგზავრებს მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრამდე“ გადაიყვანს;

N119-ს ჩაანაცვლებს N519 - სავაჭრო ცენტრი „ისთ ფოინთიდან“ გადაადგილდება ქეთევან დედოფლის გამზირის N91-მდე;

N103-ს ჩაანაცვლებს N520 - იმოძრავებს წმინდა ბარბარეს უბნიდან მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“;

N191-ს ჩაანაცვლებს N521 - მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ გადაადგილდება ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქუჩის მიმართულებით და კვლავ მეტროსადგურ „ვარკეთილს“ დაუკავშირება;

N522 - თ. მუჯირიშვილის ქუჩიდან იმოძრავებს სადგურის მოედნის მიმართულებით („თბილისი ცენტრალის“ მიმდებარე ტერიტორია);

N199-ს ჩაანაცვლებს N523 - ვარკეთილი 3-ის მე-3 მიკრორაიონიდან გადაადგილდება მეტროსადგურ „სამგორამდე“;

N526 - მოემსახურება სოფელ ზურგოვანას (მ. კოსტავას ქუჩიდან) მოსახლეობას და მათ მეტროსადგურ „დიდუბემდე“ მიიყვანს;

N87-ს ჩაანაცვლებს N527 - ზაჰესის ტერიტორიიდან (ავჭალის ქ. N62) გადაადგილდება მეტროსადგურ „დიდუბემდე“;

N68-ს ჩაანაცვლებს N528 - ნაკადულის ქუჩიდან იმოძრავებს მეტროსადგურ „სადგურის მოედანი 1-ის“ მიმდებარე ტერიტორიამდე;

N190-ს ჩაანაცვლებს N530 - სასტუმრო „ჰუალინგ თბილისის“ მიმდებარე ტერიტორიიდან მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“ გადაადგილდება;

N128-ს ჩაანაცვლებს N531 - იმოძრავებს ო. ხიზანიშვილისა და კ. ლესელიძის ქუჩების კვეთიდან ზ. ფალიაშვილის ქუჩამდე (N33-ს პირდაპირ);

N145-ს ჩაანაცვლებს N532 - ნ. დუმბაძის გამზირიდან გადაადგილდება გობრონიძის ქუჩაზე, ხიზანიშვილისა და შეშელიძის ქუჩებით, გურამიშვილის გამზირს დაუკავშირდება, ერისთავის ქუჩიდან წერეთლის გამზირზე გადაინაცვლებს, საიდანაც სააკაძის მოედანსა და პეკინის გამზირზე მოხვდება. შემდეგ, მიკროავტობუსი ვარაზისხევის გავლით, გადაინაცვლებს რუსთაველის გამზირზე და თავისუფლების მოედნიდან ჯავახიშვილის, მარჯანიშვილის, კონსტიტუციისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების გავლით, კვლავ წერეთლის გამზირზე მოხვდება, შემდგომ კი, სვლას დუმბაძის გამზირისკენ განაგრძობს;

N33-ს ჩაანაცვლებს N533 - იმოძრავებს წრიულად. აღნიშნული მიკროავტობუსი გადაადგილდება გადასასვლელი ხიდიდან შ. ცინცაძის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგაც, სვლას კვლავ გადასასვლელი ხიდისკენ განაგრძობს;

N34-ს ჩაანაცვლებს N534 - გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის მიმდებარე ტერიტორიიდან იმოძრავებს ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონისკენ;

N5-ს ჩაანაცვლებს N535 - ბ. ჭიჭინაძის ქუჩიდან გადაადგილდება მეტროსადგურ „სამგორამდე“;

N6-ს ჩაანაცვლებს N536 - იმოძრავებს გუდიაშვილის ქუჩიდან ლუბლიანას ქუჩისკენ, გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიულ კლინიკამდე;

N165-ს ჩაანაცვლებს N537 - გადაადგილდება მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ „ლილო მოლის“ მიმდებარე ტერიტორიამდე;

N108-ს ჩაანაცვლებს N538 - მგზავრებს მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტეროტორიიდანორთაჭალის ავტოსადგურის მიმართულებით გადაიყვანს;

N193-ს ჩაანაცვლებს N539 - გადაადგილდება მეტროსადგურ „სადგურის მოედნიდან“ დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონის მიმართულებით;

N170-ს ჩაანაცვლებს N540 - სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთიდან“ ილია ჭავჭავაძის გამზირის (კუს ტბის ასახვევამდე) მიმართულებით იმოძრავებს;

N41-ს ჩაანაცვლებს N541 - დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონიდან გადაადგილდება ამაღლების ქუჩის მიმართულებით;

N542 - იმოძრავებს დარკვეთის ქუჩიდან გადასასვლელი ხიდის მიმართულებით;

N43-ს ჩაანაცვლებს N543 - მგზავრებს მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ მეტროსადგურ „სარაჯიშვილამდე“ გადაიყვანს;

N84-ს ჩაანაცვლებს N544 - ემირ ბურჯანაძის ქუჩიდან გადაადგილდება მეტროსადგურ „სამგორის“ მიმართულებით;

N105-ს ჩაანაცვლებს N545 - იმოძრავებს ბოგდან ხმელინცკის ქუჩიდან აწყურის ქუჩის მიმართულებით;

N156-ს ჩაანაცვლებს N546 - მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან გადაადგილდება ბ. ჭიჭინაძის ქუჩის მიმართულებით;

N176-ს ჩაანაცვლებს N547 - სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთიდან“ ნ. ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებს;

N148-ს ჩაანაცვლებს N548 - მგზავრებს ზაჰესის ტერიტორიიდან (წინამძღვრიშვილისა და კეცხოველის ქუჩების კვეთიდან) მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრამდე“ მოემსახურება;

N150-ს ჩაანაცვლებს N550 - ვარკეთილი 3-ის პირველი მიკრორაიონიდან გადაადგილდება კ. ჩაჩავას ქუჩის მიმართულებით;

N51-ს ჩაანაცვლებს N551 - დავით აღმაშენებლის ხეივნიდან („თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორია) პოლიტკოვკსკაიას ქუჩის მიმართულებით იმოძრავებს;

N557 - გადაადგილდება კრწანისის ქუჩიდან სამგორის ქუჩის მიმართულებით;

N567 - ყვარლისა და თევდორე უშაკოვის ქუჩების კვეთიდან იმოძრავებს სამგორის ქუჩის მიმართულებით;

N580 - კრწანისის ქუჩიდან გადაადგილდება ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით.