სად მუშაობდა და რას ჰყვებიან კლინიკაში ექიმზე, რომელსაც სახლში ფეკალიები და დამპალი ხორცი უპოვეს

მედისონი

უკვე მეორე დღეა, აქტიურად განიხილავენ სანზონაში, ერთ ჩვეულებრივ ბინაში მომხდარ ამბავს. მეზობლების მიერ გამოძახებულ პოლიციას ერთ-ერთ ბინაში იძულებით მოუხდა შესვლა, ადგილზე კი წარმოუდგენელი რამ დახვდათ.

44 წლის ქალის შესახებ, რომელიც კლინიკა „მედისონში“ მუშაობს, საუბარი უჭირთ. კოლეგები მშვიდ და მოწესრიგებულ ადამიანად ახასიათებენ. 

„პრაიმ თაიმი“ კლინიკის ერთ-ერთ თანამშრომელს, ლია ნატროშვილს ესაუბრა.

„არ ვიცი რა ვთქვა. აბსოლუტურად ნორმალური, წესიერი, მოწესრიგებული, საუკეთესო ადამიანია, რომელიც ძალიან მშვიდი და წყნარი იყო. კონფლიქტი არავისთან ჰქონია. ეს წარმოუდგენელი რაღაცაა. არ ვიცით ახლა სად არის, კონტაქტზე არავისთან გამოსულა“, - ამბობს ექიმი.

ცნობისთვის, თბილისში, სანზონაში ერთ-ერთ კორპუსში მცხოვრებლებმა სამართალდამცველები მას შემდეგ გამოიძახეს, რაც სადარბაზოში უსიამოვნო სუნი დადგა. კორპუსში მცხოვრები მოქალაქე ამბობს, რომ ადგილზე მისულ პოლიციელებს სახლის მეპატრონე სახლში არ უშვებდა, მათ გამოთქვეს ეჭვი, რომ შესაძლოა კანიბალიზმის შემთხვევას ჰქონდეს ადგილი.

ამ ეტაპზე ბინაში აღმოჩენილ ხორცს ექსპერტიზა უტარდება.