1743404500
სად მოხდა 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა - რა კადრები ვრცელდება

მიანმარში 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა ტაილანდის დედაქალაქშიც.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის განცხადებით, მიწისძვრა 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო და მას ძლიერი ბიძგები მოჰყვა.
ეპიცენტრი ქალაქ მანდაილაიდან დაახლოებით 17 კილომეტრში იყო, სადაც მოსახლეობა 1,2 მილიონს შეადგენს.
ტაილანდის გარდა, მიწისძვრა იგრძნობოდა ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ პროვინცია იუნანშიც.
პეკინის მიწისძვრის სააგენტოს თქმით, მიწისძვრის სიმძლავრე 7,9 მაგნიტუდა იყო.
სოციალურ მედიაში გავრცელდა დანგრეული შენობების ფოტოები, თუმცა ნგრევის ან დაშავების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ გავრცელებულა.