1759591508
"არ დაარღვიონ კანონი. კანონის დარღვევის შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად" - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი, გოგა მემანიშვილი აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე პოლიციის დანაყოფები უკვე მობილიზებულია.
მემანიშვილი აცხადებს, რომ, კანონის დარღვევის შემთხვევაში, პოლიცია შესაბამისად იმოქმედებს.
"რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე მობილიზებულია პოლიციის დანაყოფები, რათა დავიცვათ საზოგადოებრივი წესრიგი და მოქალაქეების უსაფრთხოება. რამდენიმე ლოკაციაზე დაიწყეს შეკრება აქციის მონაწილეებმა და, როგორც ინფორმაცია გვაქვს, შეკრების ძირითადი ლოკაცია იქნება თავისუფლების მოედანზე, საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე. არ დაარღვიონ კანონი. კანონის დარღვევის შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად," - განაცხადა გოგა მემანიშვილმა.