თბილისში, საცხოვრებელი კორპუსის სიმაღლიდან, სავარაუდოდ, ვარდნის შედეგად გარდაცვლილია სამი ადამიანი - შვილი და მშობლები

ლენტი

თბი­ლის­ში წუ­ხელ სამი ადა­მი­ა­ნი გარ­დაც­ვლი­ლი ნა­ხეს. შემ­თხვე­ვა ნავ­თლუ­ღის ქუ­ჩა­ზე მოხ­და.

„და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის სა­მის ნა­ხე­ვარ­ზე, გა­ვი­გე და­ხეთ­ქე­ბის ხმა. მა­ლე­ვე ეზო გა­ივ­სო პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნე­ბით. თქვეს, რომ დედ-მამა და ბავ­შვი ნა­ხეს ეზო­ში გარ­დაც­ვლი­ლი. მი­ზე­ზი სი­მაღ­ლი­დან ვარ­დნაა. რო­გორც თქვეს, მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სის, ზედა სარ­თულ­ზე ცხოვ­რობ­დნენ" -ამბობს ად­გი­ლობ­რივ­ი “Ambebi.ge“-სთან საუბრისას.

პირველადი ინფორმაციით, შემთხვევა, სავარაუდოდ, სუიციდს უკავშირდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება დაიწყო.