რუსეთმა სუმის ოლქში რკინიგზის სადგური დაბომბა - არიან დაშავებულები

დაბომბვა

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის სუმის ოლქში მდებარე ქალაქ შოსტკას რკინიგზის სადგური დაბომბა. ინფორმაციას სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ გრიგოროვი ავრცელებს.

მისი თქმით, ბომბი შოსტკა-კიევის სამგზავრო მატარებელს დაეცა.

მოგვიანებით შოსტკას რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოქსანა ტარასიუკმა განაცხადა, რომ დაბომბვის შედეგად 30-მდე ადამიანი დაშავდა. მათი ნაწილი საავადმყოფოებშია გადაყვანილი.

მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც. მისი თქმით, დაშავებულებს შორის „უკრაინის რკინიგზის“ თანამშრომლებიც არიან.