თბილისში, 25 წლის ბიჭი მოკლეს - რა დეტალები ხდება ცნობილი
1734954637
ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, ე.წ. სამების ხიდთან დაღუპული სამი ახალგაზრდის ვინაობა ხდება ცნობილი.
გიორგი ხაჯიბეგოვი, გოგა მეფარიშვილი და თომა ჟღენტი ავტომობილის შეჯახების შედეგად დაიღუპნენ.
„გასკდა გული, სისხლი გამეყინა, მერამდენედ დავიტირო ჩემი მოსწავლე??? სულ რჩეული ვაჟკაცები... გოგა მეფარიშვილო, სულ ასეთი პატარა, თვალებში ჭინკებჩამდგარი, მუდამ მოუსვენარი ბიჭი დარჩები ჩემს მოგონებებში, სანამ სული მიდგას, სულ ემახსოვრები ირმა მასწავლებელს... მშვიდობით არა, ნახვამდის...“
„ეს რა გაგვიკეთეთ ძმებო, ჯერ სად გეჩქარებოდათ... ეს რანაირად დავიჯერო...“
„სუდარა გადაფარებული, ძაძებით შემოსილი, სისხლით და ცრემლებით გაჟღენთილია კვლავ ჩოხატაური!....დედის, მეუღლის, შვილების განწირული კივილი აპობდა ჩაბუდრბულ სიჩუმეს... (და როგორია, ამ დროს უთხრა რაიმე სანუგეშო?!...) როგორი მძიმეა ის ნაბიჯი, რომელიც კლინიკის კარებამდე „მიგათრევს“ იმედით... ცოცხალია?!.... სამწუხაროდ, ბევრჯერ ვმდგარვარ მიმღების კარებთან, სხვისი ხელი მჭერია და ხშირადაც საკუთარ ხელებშივე მომწევია მათი გონზე მოყვანა... მრავალმა ტრაგედიამ გამოიარა ჩემს თვალწინ... ბევრჯერ მიფიქრია, ნეტავ ეს ამას როგორ გადაიტანს და გაუძლებს?!" დღეს იყო კოშმარი... ყველა თავის გარდაცვლილს დასტიროდა.... ყველას თავისი წილი ტკივილი ჰქონდა... საკმარისია!!! ამ პატარა რაიონისთვის ასეთი დიდი ტრაგედიები საკმარისია!!!! ჩემს(ჩვენს) მეფარიშვილებს თანავუგრძნობ ამ დიდ ტრაგედიას....“ - წერენ სოციალურ ქსელში.