„იწვევს 8-წლიან (ან სამუდამო) დაზიანებას ნაწლავებში" - ბიძინა კულუმბეგოვი ინფორმაციას ავრცელებს
1784586863
პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში ბავშვებთან ერთად ზაფხულის დასვენების მნიშვნელობაზე წერს. მისი განმარტებით, საუკეთესო დასვენება ყოველთვის ძვირად ღირებულ კურორტს არ უკავშირდება - გაცილებით მნიშვნელოვანია სუფთა ჰაერი, უსაფრთხო გარემო, მშვიდი ატმოსფერო და ოჯახთან ერთად ხარისხიანად გატარებული დრო, რაც ბავშვის ფიზიკურ და ემოციურ კეთილდღეობას უწყობს ხელს.
„სად დავასვენოთ ბავშვები? ბავშვებისთვის საუკეთესო დასვენება ყოველთვის არ ნიშნავს ძვირადღირებულ კურორტს. ყველაზე მნიშვნელოვანი სუფთა ჰაერი, უსაფრთხო გარემო, მშვიდი ატმოსფერო და ოჯახთან ერთად ხარისხიანად გატარებული დროა.
ხშირად, პატარა სოფელი, ტყის პირას მდებარე აგარაკი, მთის ან ზღვის მშვიდი კუთხე გაცილებით მეტ სარგებელს მოუტანს ბავშვს, ვიდრე ხმაურიანი და გადატვირთული ტურისტული ადგილი.
ბავშვებს ყველაზე მეტად თქვენი ყურადღება, მოძრაობა, ბუნებასთან სიახლოვე და ბედნიერი ემოციები ამახსოვრდებათ და არა სასტუმროს ვარსკვლავების რაოდენობა“, - წერს პედიატრი.