ხვალ მაგნიტური შტორმია - რას უნდა ველოდოთ დედამიწაზე
1745439273
სულ რამდენიმე დღეა, რაც ბაზარზე პირველი ქართული, ლეგალური ონლაინ კინოთეატრის „cavea+“-ის სატესტო ვერსია ჩაეშვა, ანუ პლატფორმა, სადაც მომხმარებელი როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო კინო მწარმოებლების პროდუქტს ლეგალურად ნახავს. ამ დროისთვის პლატფორმაზე რეგისტრაციის გავლა უკვე შესაძლებელია და 1 თვის განმავლობაში, იქამდე სანამ cavea+ სატესტო რეჟიმით მუშაობს, ნებისმიერი კონტენტის ნახვა სრულიად უფასოდ არის შესაძლებელი.
„cavea+“-ის ხელმძღვანელი სალომე კუპრაშვილი აღნიშნავს, რომ პლატფორმაზე კონტენტის არასრული ნაწილია წარმოდგენილი, თუმცა „cavea+“-ს ფილმები, სერიალები და ქართული დუბლირება ყოველდღიურად ემატება.
„ახლა პლატფორმის სატეტსო ვერსიაა ხელმისაწვდომი. მომხმარებელი უკვე რეგისტრირდება და პირველი პრემიერა, რითაც ვიწყებთ „house of dragon”-ია. რადგან cavea+ ჯერ საცდელია სრულად უფასოა. რაღაც ნაწილი მთლიანად უფასო დარჩება, ნაწილი გადავა გამოწერის პაკეტში, რომლის ღირებულებაც ახლანდელი განსაზღვრით ცხრა ლარი იქნება და მისი გაყოფა 5 მომხმარებელს შეეძლება.
უახლოეს პერიოდში, საუბარია ერთ თვეზე ნაკლებ დროზე, საცდელი ვერსია დასრულდება და სრული დატვირთვით ჩავეშვებით. ერთი თვის განმავლობაში უკვე, როგორც ANDROID-ისთვის, ასევე IOS-ისთვის "cavea+“-ის აპლიკაციაც იქნება ხელმისაწვდომი, სადაც ადამიანები კონტენტს მობილურით უმაღლეს ხარისხში ნახავენ“, - ამბობს „cavea+“-ის ხელმძღვანელი.
წყარო: BM.GE