პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გასულ კვირას გლდანის ნაგავსაყრელზე ხანძარი გაჩნდა, რაც მოსახლეობისთვის სერიოზული დისკომფორტის მომტანი აღმოჩნდა.
ფაქტს გლდანის მაჟორიტარი, კონსტანტინე ზარნაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, დიდი ტერიტორიის გამო, ნაგვის მიწისქვეშა წვა დღემდე მიმდინარეობს.
„ძალიან ბევრი კითხვა ისმის გლდანის ნაგავსაყრელთან დაკავშირებით და მინდა, ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდოთ.
როგორც მოგეხსენებათ, მაღალი ტემპერატურის გამო, რამდენიმე დღის წინ ტერიტორიაზე გაჩნდა ხანძარი, რომელიც დროულად იქნა ლოკალიზებული, მაგრამ ტერიტორიის მასშტაბიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, დღემდე მიმდინარეობს მიწისქვეშა წვა.
გარწმუნებთ, რომ თბილსერვისის თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში ებრძვიან ამ პრობლემას, დარწმუნებული ვარ მათი შრომა შედეგს გამოიღებს და მდგომარეობა გამოსწორდება. აქვე მინდა აღვნიშნო ერთი ფაქტი, გარკვეული ადამიანთა ჯგუფების მიერ მიმდინარეობდა საბურავების დაწვა, რაც მალევე იქნა აღმოჩენილი. რა თქმა უნდა, შესაბამისი პიროვნებები დაჯარიმდნენ, მაგრამ ეს საბოლოო შედეგს არ გვაძლევს, ჩვენ ამ ქალაქის მაცხოვრებლები თუ არ გავუფრთხილდით ერთმანეთის ჯანმრთელობას, არაფერ სასიკეთოზე არ უნდა ვიოცნებოთ.“, - აცხადებს ზარნაძე.
ნახეთ კადრები ადგილიდან ↓