საჩუქარი გალა გასვიანს - რა უსახსოვრეს მეგობრებმა ტელეწამყვანის ოჯახს

გასვიანი

ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი სულ ცოტა ხნის წინ გახდა მამა. ის მეგობრებისგან მიღებული საჩუქრის შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას უზიარებს. 

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს დიდ სამეგობროს და განსაკუთრებით მაგდა ბერსენაძეს ინიციატივისთვის, რომლებმაც მოიფიქრეს საოცარი საჩუქარი გალასთვის მისი დაბადებისას! ეს არის ჭიპლარის სისხლის და ღეროვანი უჯრედების გაყინვა და სპეციალურ საცავში შენახვა!

მოგეხსენებათ ეს პრაქტიკა საქართველოშიც დაინერგა უკვე რამდენიმე წელია. ჭიპლარის სისხლის ღეროვან უჯრედებს გააჩნია უნიკალური შესაძლებლობები გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე, გამოაჯანმრთელოს სხვადასხვა ვერაგი დაავადებისგან. ეს დიდი დაზღვევაა ბავშვებისთვის. პირველი წელი მისი შენახვა 800 ევრო ღირს, შემდეგ უკვე წელიწადში 100 ევრო!

წარმოიდგინეთ, როგორი რთულია საქართველოში ბევრი ოჯახისთვის, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა ეს ხარჯი დაფაროს პირველ წელს, ბავშვის დაბადებისას ხომ ისედაც უამრავი რამ სჭირდება ოჯახს. ამიტომ, თუკი მეგობრები გადაწყვეტენ ახალშობილისთვის მაგალითად „ბოდეების“  ნაცვლად ამ საჩუქრის გაკეთებას, რომელიც უფრო ღირებულია - მომავალში ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა იქნება დაზღვეული. მინდა სხვებსაც გადაედოთ ეს პრაქტიკა და გაუკეთოთ ახალშობილის ყველაზე საუკეთესო საჩუქარი, „ღეროვანი უჯრედების შენახვა“ - წერს გიორგი გასვიანი.